გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება და გაიზრდება.
"პუტინს ნაადრევად უხარია. უკრაინისადმი მხარდაჭრას არამხოლოდ გავაგრძელებთ, არამედ გავაფართოებთ და გავზრდით", - ამბობს ბერბოკი.
ბერბოკის თქმით, უკრაინა მომდევნო თვეებში გერმანიისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ ქვეყანა უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდას მომავალი წლიდან გეგმავს, თუმცა ამასთან დაკავშირებით მეტ დეტალს არ ამხელს.