ბერბოკი: გერმანია უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

ბერბოკი: გერმანია უკრაინას 20 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს

გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონი ევროს ღირებულების ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს, ამის შესახებ დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანნალენა ბაერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

ბერლინის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარებების ღირებულება ჯამურად უკვე 380 მილიონ ევროს აღწევს.

ვიზიტისას ბაერბოკმა ასევე განაცხადა, რომ შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული ობიექტები უკვლავ იქნება რუსეთის სამიზნე.

"რუსეთის მზაკვრული მიზანია ამ ზამთარში ხალხი კვლავ შიმშილითა და სიცივით მოკვდეს", - თქვა მან.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კიევში მოულოდნელი ვიზიტით დღეს დილით ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს ბერბოკის მეოთხე ვიზიტია.