
ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ სენფორდთან ახლოს, პატარა თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხსულიანი ოჯახი დაიღუპა. შემთხვევა ორშაბათს, 14:00 საათზე მოხდა Sanford Raleigh Executive-ის აეროპორტთან ახლოს, Lee County-ში.
როგორც შტატის გზების საპატრულო სამსახური იუწყება, ბორტზე იმყოფებოდა ერთი ოჯახი — ტრევის და კანდეს ბიუქენანები (35 წლის), მათი შვილები — ობრი (10 წლის) და უოლკერი (9 წლის).
სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა, მეოთხე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება შემთხვევის მიზეზების დასადგენად.