ბერბოკი: "დიდმა შვიდეულმა" უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს

ბერბოკი: "დიდმა შვიდეულმა" უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, "დიდმა შვიდეულმა" უნდა დაარწმუნოს პუტინი, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს.

"ახლა საუბარია იმაზე, რომ პუტინს ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე, რომ ის თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. გასულ წელს G7-მა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობა გაუწია. ერთი ბარიერი მეორის მიყოლებით გადალახა: ზამთარში უკრაინელებს დაეხმარა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მიიღო და ნავთობზე ფასის ლიმიტი დააწესა", - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ბერბოკის თქმით, G7-ის მხარდაჭერით, უკრაინამ ენერგეტიკულ ომსა და რუსეთის ზამთრის შეტევას გაუძლო.

"ჩვენ, "დიდი შვიდეული", ერთად ძლიერები ვართ, რადგან ზუსტად ვიცით, რას ვიცავთ: საერთაშორისო წესრიგს, რომელშიც კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო სამართალს უპირატესობა გააჩნია, ეკონომიკურ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია არა დამოკიდებულებაზე, არამედ სამართლიანობასა და კონკურენციის ზოგად წესებზე", - განაცხადა ბერბოკმა.