ბელგრადში ღამით პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

ბელგრადში ღამით პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

ღამით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში პოლიციასა და ანტისამთავრობო აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა.

დაპირისპირება დაახლოებით საღამოს 10 საათზე დაიწყო.

მედიის თანახმად, აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის მისამართით ბოთლები და ქვები ისროლა, რომელმაც მათ დასაშლელად რამდენიმე ადგილას ძალა გამოიყენა. დაკავებულია ათობით ადამიანი.

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ "აქციის მონაწილეებს მთავრობის დამხობა სურდათ, რაც არ გამოუვიდათ".

საპასუხოდ პროტესტის ორგანიზატორმა სტუდენტებმა თქვეს, რომ ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ ძალადობა და რეპრესიები აირჩია.