ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვა

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოვა

ბელგიის საგარეო საქმეთა, ევროპის საქმეთა, საგარეო ვაჭრობის და ფედერალური კულტურული ინსტიტუტების მინისტრი, ჰაჯა ლაბიბი საქართველოში ჩამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ ის თავად ავრცელებს Twitter-ზე.

"მივემგზავრები ერევანში, თბილისსა და ბაქოში ოთხდღიანი ვიზიტით, რომელიც სავსეა მნიშვნელოვანი შეხვედრებით. [ვიზიტის] მიზანია: ბელგიის სახელით და ევროკავშირის პოზიციის შესაბამისად, რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა და იმ კავშირების გაძლიერება, რომელიც გვაერთიანებს", - წერს მინისტრი.