ბელგია აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო შეთანხმებულია

ბელგია აცხადებს, რომ უკრაინა-მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩო შეთანხმებულია

ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია აცხადებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ჩარჩოსთან დაკავშირებით პოზიციები შეჯერებულია.

განცხადების თანახმად, 25 ივნისს უკრაინა-მოლდოვასთან კონსულტაციები დაიწყება.

"ევროკავშირის საბჭომ მიიღო ევროკავშირის ზოგადი პოზიციები, მათ შორის, მოლაპარაკებების ჩარჩოებთან დაკავშირებით, უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე. შესაბამისად, 25 ივნისს, სამშაბათს, იხსნება გზა ლუქსემბურგში მოლაპარაკებების დასაწყებად", - წერს ბელგია X-ზე.