
ახალი სპორტის სასახლესთან სპორტსმენ ბექა ონიანზე ფიზიკურ თავდასხმაში ბრალდებულ ივა ტყეშელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთისღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა. მას თავისუფლების აღკვეთა 7 წლამდე ვადით ემუქრება.
ტყეშელაშვილი გუშინ დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.