სწავლის იძულებით შეწყვეტა მოუხდათ შიდა ქართლის რამდენიმე სკოლის მოსწავლეებს. ერთ შემთხვევაში მიზეზი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი რეაბილიტაციის გაჭიანურებაა. სკოლების ნაწილში კი სასწავლო პროცესის პარალიზება გასულ კვირას ინტენსიურმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა გამოიწვია. არის შემთხვევები, როცა სასწავლო დაწესებულების შენობა ავარიულია, მაგრამ ახლის აშენების, ან რეაბილიტაციის გადაწყვეტილებას ხელისუფლება ან არ ვერ იღებს. ვაყის საჯარო სკოლასთან დღეს აქცია ჩატარდა.