ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
არსებული ინფორმაციით, კაცი ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ქალი ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორმულას ცნობით, ქალი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. სასჯელი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით გულისხმობს.