ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის პირველი კურსის სტუდენტებს კონსტიტუციაზე ირაკლი კობახიძის წიგნი დაურიგეს.
აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია ქართული ოცნების წევრი გიორგი მანველიძე წერს, რომ ეს წიგნი "სტუდენტებს პროფესიული განვითარების თვალსაზრისით, საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში დაეხმარება".