ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გაჩნდა. შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი.
აჭარის ტელევიზიის ცნობით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.