
ბათუმში, მახინჯაურის გვირაბთან კაცი დაიღუპა სატვირთო მატარებლის შეჯახების შედეგად – ინფორმაცია ფორმულად შინაგან საქმეთა სმაინსიტროში დაუდასტურეს.
შემთხვევა დღეს, 15 თებერვალს, საღამოს მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 175 მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.