ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ბათუმში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავა.

შსს-ს თანახმად, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2004 წელს დაბადებული ა.ა, რომელსაც ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უაკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და 2001 წელს დაბადებული ბ.ი - განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძებით დადგინდა, რომ ა.ა. – მ, მიმდინარე წლის 25 ივნიის, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ დანაშაულს შეესწრო ა.ა. – ს თანმხლები პირი , ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული ბ.ი., თუმცა მან მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ბრალდებულების სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე, 236-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს', - ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.