როგორ და ვისი უყურადღებობით მოკვდა - 16 წლის ლუკა აბულაძე. საქმის მასალები და მტკიცებულებები სასამართლოდან, რომელიც არასრულწლოვანის გარდაცვალების საქმეში - სამი პირის ბრალეულობას არკვევს. საქმე ეხება 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როდესაც ე.წ. წყლის ბანანიდან - ზღვაში ბავშვები გადაცვივდნენ და ერთ-ერთმა ნაპირზე გამოსვლა ვერ შეძლო. გამოძიების ვერსიის მიხედვით - ატრაქციონიდან მოზარდები - მძღოლმა შეგნებულად გადაყარა. ამ საბედისწერო გასეირნების დროს, ლუკა აბულაძესთან ერთად მყოფებმა, ნაპირზე გამოღწევა თავადვე შეძლეს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მძღოლი - საშუალებას არავის აძლევდა ბავშვები ზღვიდან გამოეყვანათ. პოლიციამ ამ მძიმე დანაშაულისთვის ერთ პირს მკვლელობის მცდელობისთვის წარუდგინა ბრალი, ორს კი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. დღევანდელ რეპორტაჟში მოუსმენთ ბრალდებულსაც - რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვები ე.წ. ბანანის წყლის ატრაქციონზე - ნებართვის გარეშე ავიდნენ და ტრაგედიაც ამის გამო მოხდა.