ბათუმში ავტობუსს მანქანა შეეჯახა

ბათუმში ავტობუსს მანქანა შეეჯახა

ბათუმში, ბრწყინვალესა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა - ავტობუსს მსუბუქი მანქანა შეეჯახა.

გამოცემა ბათუმელები თვითმხილველზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.