საქართველოს პროკურატურამ ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 6 მაისს ბრალდებულმა ბათუმის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება განახორციელა. ადგილზე განხორციელებული შემოწმების შედეგად, სავაჭრო ცენტრში ასაფეთქებელი მოწყობილობა ან ნივთიერება არ აღმოჩნდა.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.