ბათუმის ოთხივე დიდ მოლში - გრანდ მოლში, ბათუმი მოლში, ბათუმი პლაზასა და მეტრო სითიში ევაკუაცია გამოცხადდა.
გამოცემა ბათუმებელის ცნობით, ოთხივე მოლი მოქალაქეებსა და დასაქმებულებს დაატოვებინეს და ამჟამად შენობებში კინოლოგები მუშაობენ.
ფორმულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.