ბათუმში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მგზავრი მძღოლს იარაღით დაემუქრა. სხვა მგზავრებმა პოლიცია გამოიძახეს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კაცი დაკავებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.