
ბაქოში პოლიციამ რუსული პროპაგანდისტული მედია Rossiya Segodnya-ს ადგილობრივი ფილიალის Sputnik Azerbaijan-ის დირექტორი და კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ქვეყნის შსს-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ცნობით, დაკავებულები არიან დირექტორი იგორ კარტავიხი და თანამშრომელი ევგენი ბელუსოვი.
ცნობისთვის, რუსული პროპაგანდისტული მედიის აზერბაიჯანულ ფილიალში პოლიცია დღეს დილით შევიდა.
ცნობილია, რომ Sputnik Azerbaijan-ს საქმიანობა ოფიციალურად თებერვალში შეუჩერდა, თუმცა სააგენტო მაინც განაგრძობდა ფუნქციონირებას.