ბაქოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბაქოში ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ბაქოში ძლიერ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, 2 ადამიანია დაღუპული.

არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ ეტაპზე საავადმყოფოში 24 ადამიანია გადაყვანილი.

შემთხვევა ავეჯის დამამზადებელ ქარხანაში მოხდა. ხანძარს წინ უძღოდა აფეთქება, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შენობის ნანგრევებში მოყოლილთა მოსაძებნად კინოლოგთა ჯგუფებიც ჩართეს. შემთხვევის ადგილზე 15 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.