ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი კაცის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა

ბაკურიანში თოვლის მასაში მოყოლილი კაცის სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყდა

ბაკურიანში დროებით შეწყდა იმ კაცის სამძებრო სამუშაოები, რომელიც დღეს დილით ჩამოწოლილმა ზვავმა მოიყოლა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შეწყვეტის მიზეზი ზვავსაშიშროებაა, ხოლო პროცესი გაგრძელდება მას შემდეგ, რაც ამინდი მაშველებს მუშაობის საშუალებას მისცემს.

ზვავი ბაკურიანში დღეს დილით ჩამოწვა, როცა მთაში სასრიალოდ 5 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ერთის - 48 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობდა.