
ბაკურ ბაკურაძე TV პირველს უდასტურებს, რომ რუსთავი 2-ის დირექტორობის შეთავაზება მიიღო.
ამასთან, ის "ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს", რომ ამ თანამდებობაზე ინიშნება.
"ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის, ვერც დაგიდასტურებთ, ვერც უარვყოფ, ვერაფერს ვერ ვიტყვი. შემოთავაზება მივიღე. [...] [მინდა გავაკეთო] ეროვნული [ტელევიზია]", - ამბობს ის TV პირველთან.
10 ივლისს Prime Time-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაკო ავალიანი "მედია ჰოლდინგის" - რუსთავი 2-ისა და Prime Time-ის დირექტორის თანამდებობას ტოვებს.
ბაკურ ბაკურაძე გასულ წლებში ქართული ოცნების ღონისძიებების რეჟისორი იყო.