აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინის მიტოვებას არ აპირებს. მისი თქმით, აშშ არ დაუშვებს, რომ რუსეთმა უკრაინა დაიპყროს.
"მე ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და შევატყობინე, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიშოვით ფულს, რომ არ დავუშვათ რუსეთის მიერ მისი ქვეყნის დაპყრობა. სასწორზე ახლა უამრავი რამაა. უკრაინელი ხალხი მამაცად და გმირულად იბრძვის.
აბსურდულია იდეა, რომ ახლა, როცა მათ საბრძოლო მასალა უთავდებათ, ჩვენ უბრალოდ მივატოვებთ - ეს არაეთიკურია. ეს იმ ყველაფერს ეწინააღმდეგება, რასაც ჩვენ, როგორც ქვეყანა წარმოვადგენთ. მე ვიბრძოლებ იქამდე, სანამ არ მივიღებ მათთვის იმ იარაღს, რომელიც თავდაცვისთვის სჭირდებათ", - თქვა ბაიდენმა.
მანამდე, ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. ზელენსკის თქმით, ქვეყნის ლიდერებმა უკრაინის ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და ამერიკის კონგრესის საკითხი განიხილეს.