ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვისთვის დაიბარეს.

"გენერალური პროკურატურიდან დამიკავშირდნენ არჩევნების გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე.

დამოუკიდებელი პროკურატურა პოლიტიკოსების გამოკითხვით და მათგან მტკიცებულებების წარდგენის მოთხოვნით კი არ იქნებოდა დაკავებული, არამედ თვითონ ექნებოდა უკვე უამრავი მტკიცებულება შეგროვებული.

ცხადია, ოცნების პროკურატურას არჩევნების გაყალბების გამოძიება არ აქვს მიზნად დასახული, არამედ სურთ ყალბი პროცესის შექმნა და შემდეგ თქმა რომ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები ვერ მოიპოვეს.

მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ ამ მტკიცებულებებზე", - წერს ის Facebook-ზე.

საქმე ეხება პროკურატურის გამოძიებას, რომელიც ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში პროკურატურა გამოკითხვაზე პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს იბარებს.

მათ შორის, გამოკითხვაზე დაიბარეს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც უწყებაში გამოცხადებაზე უარი თქვა. მისი განცხადებით, პროკურატურა "თავის საქმეს" უნდა შეუდგეს და "პოლიტიკური ანგარიშსწორებას" უნდა მოეშვას.