"ბევრთან, არა მარტო ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრებთან, ძალიან ბევრ ადამიანთან მიმდინარეობს. პოლიტიკოსებიც არიან, ახალი სახეებიც არიან, საინტერესო ადამიანები არიან, რეპუტაციულად საინტერესო ადამიანები არიან", - აღნიშნავს დოლიძე.
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ ახალი პარტიის პრეზენტაცია თებერვალში გახდება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ტექნიკურ საკითხებს მოაგვარებენ. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.
როგორც დოლიძემ აღნიშნა, ახალი პარტიის წარდგენა მაშინ მოხდება, როცა მათ ამომრჩეველთან კონკრეტული შეთავაზება ექნებათ.
"ბევრი ტექნიკური საკითხია გასავლელი, იმიტომ, რომ პარტიის ჩამოყალიბებას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, თუმცაღა იმედს ვიტოვებთ, რომ თებერვლის თვეში ეს ტექნიკური ხასიათის საკითხები მოგვარებული იქნება, ჩვენ შევძლებთ უკვე ოფიციალურად წარვდგეთ, პრეზენტაცია გავაკეთოთ ახალი პოლიტიკური პლატფორმის, პარტიის, თუ გნებავთ. მაგრამ მთავარი ნაწილი, ამ შემთხვევაში, არა ტექნიკური ხასიათის არის, [არამედ] ის შეთავაზებები, ის კონკრეტიკა...", - აცხადებს დოლიძე.
გარდა ამისა, პოლიტიკოსის თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში კონკრეტულ ადამიანებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.