ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი, შაბათის ფორმულასთან ინტერვიუს მერე, გამოკითხვაზე დაიბარეს

ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი, შაბათის ფორმულასთან ინტერვიუს მერე, გამოკითხვაზე დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პირველი გამომძიებელი სერგო შუბითიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ვიცეპოლკოვნიკი საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 14:00 საათზე უნდა მივიდეს.

"ხვალ არის დაბარებული. შესაძლებელია რომ [მაგისტრი მოსამართლის] თანდასწრებით მოხდეს გამოკითხვა. შესაძლებელია რომ [პროკურატურამ საქმის განხილვა თავიდან დაიწყო]", - ამბობს უფლებები საქართველოსთვის იურისტი მარიამ მაღრაძე ფორმულასთან საუბარში.

შუბითიძე პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც 29 აპრილს შაბათის ფორმულას ეთერში გამომძიებლის ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა, სადაც მან აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა. გამომძიებელმა თქვა, რომ საქმის გამოძიება გაყალბდა. საქმის გამომძიებელმა შაბათის ფორმულასთან რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე ისაუბრა. თამარ ბაჩალიაშვილის საქმის დღემდე უცნობი ეპიზოდი, მის მობილურ ტელეფონს უკავშირდება. სერგო შუბითიძე იყო ის გამომძიებელი, ვინც ბაჩალიაშვილის ტელეფონი ჩაიბარა და შემდეგ მასში შენახული ინფორმაცია გადაამოწმა. გამომძიებელი საქმის გაყალბების ათვლის წერტილად სწორედ იმ მომენტს ასახელებს, როცა მის კაბინეტში დეტექტივის თანაშემწე, ელგუჯა აპუაშვილი მივიდა, გახსნილი ტელეფონი ე.წ. ლუქთან ერთად მიუტანა და უთხრა, რომ თავიდან უნდა დაელუქა.