ზუგდიდის სოფელ კახათში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე კაცს დაეჯახა.
ფორმულას ინფორმაციით იგი ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ მძღოლი დაკავებულია, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.