ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - დაიღუპა ერთი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა იყო კახეთში, დაიღუპა ერთი ადამიანი. შემთხვევა დედოფლისწყაროსა და სიღნაღის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა.

როგორც ფორმულას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.