რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. ადგილობრივები ამტკიცებენ სახლებს ნგრევის საფრთხეს შეექმნა. სოფელ ფუთის მცხოვრებთა ნაწილს აქვს საექსპერტო დასკვნაც, სადაც წერია, რომ სახლი ჩინური კომპანიის სამშენებლო სამუშაოების გამო დაინგრა, მაგრამ საეჭვო კომპანია ანაზღაურებაზე უარს აცხადებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოქალაქეების პროტესტში პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.