ავლაბარში, კიკეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

ავლაბარში, კიკეთის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს

ავლაბარში, კიკეთის ქუჩაზე 50-წლამდე კაცის მკვლელობის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულები ძმები არიან.

უწყებაში აცხადებენ, რომ მათ ნაცნობზე, მისსავე საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ჯერ ფიზიკურად იძალადეს, შემდეგ კი ის სანადირო თოფიდან გასროლით მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მკვლელობა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია თავსა და კისერში ჰქონდა ნასროლი.

მეზობლების თქმით, მოკლული ქურდულ სამყაროსთან იყო დაკავშირებული და საპატიმრო ცოტა ხნის წინ დატოვა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ კინოლოგები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტითა და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.