ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მას ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა დამნაშავე.