ავლაბარში 38 წლის კაცი მოკლეს

ავლაბარში 38 წლის კაცი მოკლეს

ავლაბარში მომხდარი კონფლიქტის შედეგად 38 წლის კაცი დანით დაჭრეს, რომელიც მიღებული დაზიანებებისგან გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.

ინციდენტის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია. ტელეკომპანია „ფორმულა“ ფაქტთან დაკავშირებით შსს-სგან ოფიციალურ ინფორმაციას ელოდება.