ავიაკომპანია FLYONE კიშინიოვი-თბილისის მიმართულებით იწყებს ფრენებს

ავიაკომპანია FLYONE კიშინიოვი-თბილისის მიმართულებით იწყებს ფრენებს

დაბალბიუჯეტური მოლდოვური ავიაკომპანია FLYONE კიშინიოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენები 20 ივნისიდან ყოველდღე შესრულდება. სააგენტომ ამ მიმართულებით ოპერირების ნებართვა ავიაკომპანიას 8 ივნისს მიანიჭა.

ამ დროისთვის კიშინიოვი-თბილისის მიმართულებით ფრენებს Air Moldova ასრულებს.