აუსტრევიჩუსი რუსულ კანონზე: ევროკავშირში მეორე უნგრეთი არ გვჭირდება

გულწრფელად რომ გითხრათ, მე ვერ ვხედავ, რომ [საქართველოს ევროკავშირში] ინტეგრაცია მიმდინარეობდეს, რადგან [ქართული ოცნების ლიდერები] დემოკრატიულ კრიტერიუმებს პატივს არ სცემენ. ეს ან გინდა, ან არა. არ გვჭირდება მეორე უნგრეთი ევროკავშირში

განაცხადა ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში.

მანამდე, ლიეტუველმა პოლიტიკოსმა X-ზე დაწერა, რომ "როგორც ჩანს, ქართული ოცნება ევრაზიული ტირანიისკენ მიისწრაფვის".

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი პროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. ინფორმაცია, რომ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპირებდნენ, მმართველმა გუნდმა 3 აპრილს გააჟღერა.