ათენის ცენტრში, ერთ-ერთ სამინისტროსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

ათენის ცენტრში, ერთ-ერთ სამინისტროსთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა

საბერძნეთში, ათენის ცენტრში, ერთ-ერთი სამინისტრო შენობის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულმა.

როგორც Reuters წერს, ერთ-ერთმა ბერძნულმა გაზეთმა სამინისტროს ტერიტორიაზე ბომბის განთავსებაზე სატელეფონო ზარი მიიღო, რის შესახებაც პოლიციას აცნობეს.

სამართალდამცველებმა ბომბის აფეთქებამდე სამინისტროს ალყა შემოარტყეს. აფეთქების შედეგად დაზიანებულია შენობა - ჩამტვრეულია ფანჯრები. გამოძიება დაწყებულია.