აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 200$ მილიონის ღირებულების პაკეტს გამოყოფს

აშშ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 200$ მილიონის ღირებულების პაკეტს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, 200 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოყოფს. ინფორმაცია ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გაავრცელა.

„ვამაყობ, რომ შეერთებული შტატები გამოაცხადებს უკრაინის უსაფრთხოების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება 200 მილიონი აშშ დოლარია“, - აღნიშნა ოსტინმა.

კერძოდ, მისი თქმით, ახალი პაკეტი მოიცავს AIM-9-ის ტიპის ჭურვებს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის.

გარდა ამისა, დახმარება ასევე მოიცავს დამატებით საარტილერიო საბრძოლო მასალასა და რაკეტებს, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და აღჭურვილობას რუსული თვითმფრინავების გასანადგურებლად.