აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 200 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ინფორმაციას თეთრი სახლის მრჩეველი ჯონ კირბი ავრცელებს.
ცნობილია, რომ სამხედრო დახმარება მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას - HIMARS, ნაღმმტყორცნ ჭურვებსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს - Javelin-ებს.
სრული სია ასე გამოიყურება:
- საბრძოლო მასალა მოწინავე საზენიტო-სარაკეტო სისტემებისთვის (NASAMS); მოკლე და საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალა;
- RIM-7 საჰაერო თავდაცვის რაკეტები;
- ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა;
- საბრძოლო მასალა მაღალი მობილობის სარაკეტო და საარტილერიო სისტემებისთვის (HIMARS);
- 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები;
- 120 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები;
- Javelin და AT-4 ტანკსაწინააღმდეგო სისტემები.