აშშ უკრაინას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 522 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს.
"უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც კიევი აშშ-სგან ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად 522 მილიონ დოლარს მიიღებს.
[ამ გადაწყვეტილების მიღების] ერთ-ერთი მიზანია, დავეხმაროთ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში არსებულ ელექტროსადგურებზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა, მილიონობით ადამიანი ზამთარში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა", - განაცხადა უკრაინაში აშშ-ის საელჩომ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ-სგან არტილერია, ჭურვები, HIMARS-ის საბრძოლო მასალები, საჰაერო თავდაცვის რაკეტები, დამატებითი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, ტაქტიკური მანქანები და კიდევ რამდენიმე ტიპის იარაღი მიიღო.