აშშ უკრაინას დახმარების დამატებით 250 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის განცხადებით, დახმარების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის, HIMARS-ის რაკეტებს, საარტილერიო ჭურვებს, Javelin-ის სისტემებსა და რაკეტებს, ასევე განაღმვის აღჭურვილობას.
"რუსეთმა დაიწყო ეს ომი და ნებისმიერ დროს შეუძლია მისი დასრულება, უკრაინიდან თავისი ჯარების გაყვანითა და სასტიკი თავდასხმების შეჩერებით", - თქვა ბლინკენმა.