ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ეს განცხადება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა გააკეთა.
უკრაინისთვის გამოყოფილი 300 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი საარტილერიო ჭურვებისა და HIMARS-ის საბრძოლო მასალების შესყიდვისთვის იქნება განკუთვნილი.
"ეს არის დახმარება, რომელიც უკრაინას სჭირდება, რათა თავი დაიცვას რუსეთის თავდასხმებისგან", - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.
ეს 2023 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი დახმარების პაკეტია, რომელიც აშშ-მა უკრაინას გამოუყო. უკვე რამდენიმე თვეა, კონგრესში უკრაინის დახმარების პაკეტი რესპუბლიკელების მიერ იბლოკება.