ალექსანდრე მალკევიჩი - რუსი პროპაგანდისტი, ძებნილი, ოკუპაციის კანონის დამრღვევი საქართველოში თავისუფლად გადაადგილდებოდა. პირი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო ეძებენ, საქართველოში აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებს.