ნაციონალური მოძრაობის ლიდერები აშშ-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებინა. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა, ის ნიო-იორკის მერის წარმომადგენელს შეხვდა და თბილისში არსებული საცობების პრობლემებთან დაკავშირებით ესაუბრა.
"ნიო-იორკის მერიაში შევხვდით ნიო-იორკის მერის წარმომადგენელს საგარეო და ეკონომიკური მიმართულებით - დედაქალაქში რომ გაუვალი საცობებია და გვაქვს მათ შორის ეკოლოგიური კატასტროფა, ამ თემებზე ვსაუბრობდით, რომ მათ, ნიო-იორკის მერიამ გაგვიზიაროს მათი გამოცდილება, ეკოლოგიური მიმართულებით როგორ ებრძვიან დაბინძურებულ ჰაერს, როგორ შეიძლება, რომ სატრანსპორტო მიმართულებით ჩვენს პატარა დედაქალაქში არ იყოს კოლფასი", - განაცხადა მან.
ენმ-ის ლიდერები აშშ-ში 4 დეკემბერს გაემგზავრნენ. პარტიამ პოლიტიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა - ფორუმი ვაშინგტონში გაიმართა, თემა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხებს ეხებოდა.