აშშ-ში ქარიშხალსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში ქარიშხალსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატში ქარიშხალსა და წყალდიდობას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.

მედიები წერენ, რომ ყველაზე მეტი დაღუპული ტენესის შტატშია. წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა ჯორჯიის, ინდიანას, არკანზასისა და მისისიპის შტატებშიც.

წყლის დონემ ელექტროსადგურსაც მიაღწია, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა, ელექტროენერგია გაეთიშა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ახლაც მიმდინარეობს. მოსალოდნელია მსხვერპლის ზრდა.