
აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 19 ივნისს ბრუკლინში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მძიმე კრიმინალური ისტორია აქვს.
კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, ის დააკავეს, რადგან - "ამერიკის სასაზღვრო პატრულის (USBP) მიერ მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ იგი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს".
გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ კაცი ქვეყანაში 2023 წელს ჩავიდა და თავშესაფარი მოითხოვა, თუმცა აშშ-ში ჩასვლამდე მას უკვე ჰქონდა კრიმინალური წარსული.
კერძოდ, ინფორმაციის მიხედვით, მას ბრალი აქვს წარსულში წაყენებული:
აშშ-ში ჩასვლის შემდეგ იგი ორჯერ დააკავეს 2024 წლის თებერვალში - ერთხელ წვრილმანი ქურდობისთვის და ერთხელაც მოპარული ნივთების ფლობისთვის.