აშშ-მა იემენელ ჰუსიტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

აშშ-მა იემენელ ჰუსიტებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდასხმების "გადამწყვეტი და ძლიერი" ტალღა იემენში ჰუსიტების წინააღმდეგ დაიწყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა იერიშის დაწყებამდე განაცხადა.

"დღეს აშშ-ს არმიას ვუბრძანე, რომ იემენში ჰუსიტი ტერორისტების წინააღმდეგ გადამწყვეტი და ძლიერი ქმედება დაიწყოს. ისინი ამერიკული და სხვა გემების, თვითმფრინავებისა და დრონების წინააღმდეგ მეკობრეობის, ძალადობისა და ტერორიზმის ულმობელ კამპანიას აწარმოებენ", - თქვა ტრამპმა.

ტრამპმა, ასევე, იმის შესახებ ისაუბრა, რომ ირანის დაფინანსებით, პუსიტები ამერიკელ ჯარისკაცებს რაკეტებს ესროდნენ.

"ირანის დაფინანსებით, ჰუსიტი ბანდიტები აშშ-ს თვითმფრინავებს, რაკეტებს ესროდნენ და ჩვენი ჯარისკაცები და მოკავშირეები მიზანში ჰყავდათ ამოღებული. ეს ულმობელი იერიშებით აშშ-სა და მსოფლიოს ეკონომიკა მილიარდობით დოლარს კარგავდა, ამავდროულად, უდანაშაულო სიცოცხლეებს საფრთხის წინაშე აყენებდა", - განაცხადა ტრამპმა.

ღამის საათებში აფეთქებები იყო იემენის დედაქალაქ სანაასა და ჩრდილოეთ პროვინცია საადაში.

ჰუსიტების ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა და 101 დაშავდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი აღნიშნულ ვითარებას გამოეხმაურა.

"აშშ-ს საქმე არ არის, არც ძალაუფლება აქვს, უკარნახოს ირანს საგარეო პოლიტიკა. ეს ერა 1979-ში დამთავრდა. დაასრულეთ ისრაელური გენოციდისა და ტერორიზმის მხარდაჭერა. დაასრულეთ იემენელი ხალხის ხოცვა", - წერს არაღჩი.

დიდმა ბრიტანეთმა მონაწილეობა არ მიიღო ჰუსიტების მიმართ იერიშიზე, მაგრამ მან უზრუნველყო შეერთებულ შტატების რეგულარული საწვავის მხარდაჭერა.

მანამდე, ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს თავდასხმები, "არ იქნება შემწყნარებელი".

ჰუტისებმა განაცხადეს, რომ ისინი მოქმედებენ პალესტინელების მხარდასაჭერად ისრაელსა და ჰამასს შორის ომში.