აშშ-მა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით მიაწოდა

აშშ-მა ღაზის სექტორს ჰუმანიტარული დახმარება საჰაერო გზით მიაწოდა

დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღაზის სექტორში თვითმფრინავიდან პირველი ჰუმანიტარული დახმარება ჩამოყარა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ორ ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, დახმარების მიწოდება სამი, C-130 თვითმფრინავის საშუალებით განხორციელდა და მოსახლეობისთვის, დაახლოებით, 35 000 საკვები ულუფის მიწოდება გახდა შესაძლებელი.

თეთრი სახლის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმირებული იყო ისრაელიც და პროცესს მხარს უჭერდა.