აშშ-ის საელჩო: გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს

აშშ-ის საელჩო: გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს

აშშ-ის საელჩო საქართველოს გამარჯვებას ულოცავს.

"საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!", - წერს საელჩო.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია ისტორიულ მატჩში დაამარცხა. თამაში ანგარიშით 2:0 დასრულდა.

მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი ხვიჩა კვარაცხელიას, ხოლო მეორე გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნის.

ამ შედეგით საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გავიდა.