
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და მხარდაჭერა გამოუცხადა ორპარტიულ კანონპროექტს - MEGOBARI Act-ს.
რესპუბლიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ადასტურებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა ჯამში 349-მა კონგრესმენმა, კერძოდ, მხარდამჭერებიდან - 168 რესპუბლიკელია, 181 კი დემოკრატი. წინააღმდეგ 42 წავიდა, 42-ს კი ხმა არ მიუცია.
კენჭისყრამდე, კომიტეტზე კანონმდებლებმა MEGOBARI Act განიხილეს და მასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარადგინეს - 4 კანონმდებელი კანონპროექტს მხარს უჭერდა, 1 კი - ეწინააღმდეგებოდა.
რა თქვეს კანონმდებლებმა წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტის განხილვის დროს - იხილეთ სრულად
***
2025 წლის 27 მარტს MEGOBARI Act აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.
MEGOBARI Act პირდაპირ მიმართულია საქართველოს მოსახლეობის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისკენ და პასუხობს იმ მზარდ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის გავლენების გაძლიერებას.
დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ შეაფასოს ქართული დემოკრატიის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სანქცირების გეგმა მმართველი ელიტისა და მათი უცხოელი კავშირების მიმართ.
10 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორპარტიული MEGOBARI Act [S.868] რამდენიმე პუნქტს მოიცავს:
თავდაპირველად, MEGOBARI Act ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 2024 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა შემოიღო.