ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო ბარსელონას რეისი ქუთაისში დააბრუნეს

ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის გამო ბარსელონას რეისი ქუთაისში დააბრუნეს

ქუთაისის საერთაშორის აეროპორტის ინფორმაციით, აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მათი ცნობით, მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

აეროპორტის ინფორმაციით, ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ.